Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მოკავშირეთა ძალების "სასიცოცხლო ამოცანაა", რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ბაღდადს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მოკავშირეთა ძალების "სასიცოცხლო ამოცანაა", რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ბაღდადს.
თავისი ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას, ბლერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო ნაწილები ერაყის დედაქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან და მიზნისკენ მიიწევენ. მისივე თქმით, მალე მოსალოდნელია ამ ძალების შეტაკება ერაყის რესპუბლიკურ გვარდიასთან. კოალიციის ძალების სარდლის, გენერალ ტომი ფრენკსის განცხადებით, ტყვედ აყვანილია სამი ათასამდე ერაყელი ჯარისკაცი. მისივე ცნობით, დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ოცამდე ამერიკელი ჯარისკაცი. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა შეშფოთება გამოთქვა მსხვერპლის რიცხვის ზრდის გამო. მან გამოთქვა მოწოდება, შეწყდეს ომი და საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილოს. შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ავიაციამ დღეს ბაღდადისა და ერაყის სხვა ქალაქების დაბომბვას განაგრძობდა. ჩრდილოეთში დაბომბილ იქნა ქალაქები მოსული და კირკუკი, ხოლო სამხრეთში - ქალაქი ნასირია, რომლის აღებას მოკავშირეთა ძალები უკვე მეოთხე დღეა, ამაოდ ცდილობენ. ისინი მედგარ წინააღმდეგობას აწყდებიან, აგრეთვე, სამხრეთი ერაყის ქალაქ უმ ყასრზე იერიშისას. ერაყის ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, დღეს ბაღდადიდან 100 კილომეტრის დაშორებით ჩამოგდებულ იქნა აშშ-ის ორი შვეულმფრენი. ტელევიზიამ მაყურებელს უჩვენა ქალაქ ქარბალასთან ჩამოგდებული "აპაჩის" ტიპის შვეულმფრენი, რომელიც რაკეტებით იყო აღჭურვილი.
XS
SM
MD
LG