Accessibility links

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღეს გრძელდებოდა


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღეს გრძელდებოდა ერაყში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მოწყობილ დემონსტრაციაში

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღეს გრძელდებოდა ერაყში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მოწყობილ დემონსტრაციაში
მონაწილეობა მიიღო 12 ათასმა სტუდენტმა. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებით. ინდოეთის ქაშმირის შტატის დედაქალაქ სრინაგარში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დამთავრდა. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ათასამდე პალესტინელი გავიდა ქუჩებში სადამ ჰუსეინის პორტრეტებითა და ერაყის დროშებით. საპროტესტო აქციები ევროპაშიც მოეწყო. ჰამბურგში, აშშ-ის საკონსულოს შენობასთან, რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა ბოთლები და ქვები დაუშინა პოლიციელებს. იტალიაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღო ათეულათასობით მოსწავლემ.
XS
SM
MD
LG