Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ჰუმანიტარული დახმარების პირველმა პარტიებმა


ერაყში ჰუმანიტარული დახმარების პირველმა პარტიებმა ჩააღწია. ამის შესახებ ევროპის კავშირის წარმომადგენლები იუწყებიან.

ერაყში ჰუმანიტარული დახმარების პირველმა პარტიებმა ჩააღწია. ამის შესახებ ევროპის კავშირის წარმომადგენლები იუწყებიან.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მალე შეუდგება განაწილებას პირველადი მოხმარების საგნებისა, რომელთა საერთო ღირებულება სამ მილიონ ევროს შეადგენს. წითელი ჯვარი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის მიერ სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრის დაბომბვის ჰუმანიტარულ ასპექტთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქისთვის მიყენებული საავიაციო დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა წყლის გამანაწილებელი სისტემა, რის შედეგადაც მილიონიან ქალაქს მხოლოდ ნაწილობრივ მიეწოდება სასმელი წყალი.
XS
SM
MD
LG