Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საკითხს დღევანდელ ბრიფინგზე ედუარდ


ერაყის საკითხს დღევანდელ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძეც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერაყში ამერიკა ებრძვის არა მოსახლეობას, არამედ ტოტალიტარულ რეჟიმს,

ერაყის საკითხს დღევანდელ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძეც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერაყში ამერიკა ებრძვის არა მოსახლეობას, არამედ ტოტალიტარულ რეჟიმს,
რომელიც, ერთი მხრივ, თრგუნავს ხალხს, ხოლო მეორე მხრივ მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებით საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. შევარდნაძის თქმით, ამერიკა იძულებულია იკისროს პასუხისმგებლობა და შეასრულოს ის როლი, რომელსაც წესდების თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო უნდა ასრულებდეს. შევარდნაძეს ეჭვი ეპარება, რომ საქართველოში ერაყელი ლტოლვილები გამოჩნდნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თავად ერაყელი ლტოლვილებისთვის საქართველოში ჩასვლა იოლი არ იქნებოდა. გარდა ამისა, ერაყი გარშემორტყმულია მაჰმადიანური სახელმწიფოებით, რომელთაც ლტოლვილების შეფარება შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG