Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინ ჩეჩნეთში გაიმართა რეფერენდუმი რესპუბლიკის


გუშინ ჩეჩნეთში გაიმართა რეფერენდუმი რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე. რეფერენდუმის მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვაზე,

გუშინ ჩეჩნეთში გაიმართა რეფერენდუმი რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე. რეფერენდუმის მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვაზე,
სურთ თუ არა კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ცნობით, ჩეჩნეთის მოსახლეობის 96-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტს; კენჭისყრაში კი მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 80-მა პროცენტმა. გაუკეთა რა კომენტარი რეფერენდუმის შედეგებს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ჩეჩნებს "მშვიდობა და რუსეთთან ერთად განვითარება" სურთ. ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება რეფერენდუმს "პოლიტიკურ ფარსად" მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG