Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით დოკუმენტთა პაკეტს ამზადებს.

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით დოკუმენტთა პაკეტს ამზადებს.
ამის შესახებ დღეს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ. მისი თქმით, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავისი პრობლემების მოგვარების საქმეში იმედს აშშ-ზე ამყარებს და აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის თბილისის იურისდიქციაში დასაბრუნებლად, საერთაშორისო ინსტიტუტებს პარტნიორებად არ განიხილავს. კოკოითის განმარტებით, რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელ სამხედროებს, მისი თქმით, შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებს.
XS
SM
MD
LG