Accessibility links

logo-print

ისანი-სამგორი რაიონის ტერიტორიაზე დისლოცირებული თავდაცვის


ისანი-სამგორი რაიონის ტერიტორიაზე დისლოცირებული თავდაცვის სამინისტროს მეთერთმეტე ბრიგადაში წუხელ აღკვეთილ იქნა ეროვნული გვარდიის ვეტერანთა აჯანყების მცდელობა.

ისანი-სამგორი რაიონის ტერიტორიაზე დისლოცირებული თავდაცვის სამინისტროს მეთერთმეტე ბრიგადაში წუხელ აღკვეთილ იქნა ეროვნული გვარდიის ვეტერანთა აჯანყების მცდელობა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, ვეტერან გვარდიელთა ამბოხის ყველა ორგანიზატორი - სულ 19 პირი - დაკავებულია. მინისტრის ვარაუდით, თავდასხმა კარგა ხნის მანძილზე იგეგმებოდა, შესაძლოა საზღვარგარეთიდანაც. ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ აქცია პოლიტიკური ხასიათის უფროა, რადგან შეთქმულთა მოთხოვნები ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და გაუგებარი იყო.
ნარჩემაშვილის თქმით, შეთქმულებაში მონაწილე ყველა პირი თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის მეგობარი, ხოლო ზოგიერთი მისი დაცვის ყოფილი თანამშრომელია. თუმცა, რამდენად აქვს კავშირი თავად კიტოვანს აღნიშნულ ფაქტთან, ნარჩემაშვილისთვის ცნობილი არ არის. წუხელ რამდენიმე ათეული ვეტერანი თავდაცვის სამინისტროს მეთერთმეტე ბრიგადის ტერიტორიაზე შეიჭრა და დანაღმა იგი. აქციის მონაწილენი ქალაქში გასვლას გეგმავდნენ. როგორც ჟურნალისტებს გენპროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ უთხრა, ვეტერანებმა სამი ტანკი და ერთი ჯავშანმანქანა აამუშავეს. მეთერთმეტე ბრიგადა აშშ-ის ინსტრუქტორთა მიერ მომზადებულმა "კომანდოსის" ბატალიონმა ალყაში მოაქცია.
XS
SM
MD
LG