Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის


ლოს ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის პრემიების - "ოსკარების" გადაცემის ყოველწლიური ცერემონია.

ლოს ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის პრემიების - "ოსკარების" გადაცემის ყოველწლიური ცერემონია.
ერაყში მიმდინარე ომის გამო შეიცვალა მისი ჩატარების წესი, უკიდურესად გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. ყველაზე მეტი - ექვსი - "ოსკარი" (მათ შორის, საუკეთესო ფილმისთვის დაწესებული ჯილდო) მოიპოვა მიუზიკლმა "ჩიკაგომ". ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი ერგო ნიკოლ კიდმანს, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ფილმში "საათები". მამაკაცისთვის დაწესებული ანალოგიური ჯილდო გადაეცა ადრიენ ბროუდის როლისთვის, რომელიც მან რომან პოლანსკის "პიანისტში" შეასრულა. თავად პოლანსკიმ საუკეთესო რეჟისორის პრიზი მოიპოვა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის "ოსკარი" მიენიჭა გერმანელი რეჟისორის, კაროლინე ლინკის ნამუშევარს "არსად აფრიკაში". ამ სურათში მამაკაცის მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. ცერემონიის მსვლელობაში აჟიოტაჟი გამოიწვია რეჟისორ მაიკლ მურის გამოსვლამ, რომელშიც საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის დაწესებული "ოსკარის" მფლობელმა ერაყში მიმდინარე ომისთვის მძაფრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების მთავრობა და პირადად პრეზიდენტი ბუში. დარბაზში გაისმა როგორც ბუშის პოლიტიკის მომხრეების, ისე მოწინააღმდგეების ხმები.
XS
SM
MD
LG