Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაიწყო ერაყის ქალაქ ბასრის წყალსაქაჩის შეკეთება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაიწყო ერაყის ქალაქ ბასრის წყალსაქაჩის შეკეთება.
სადგური საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა, რასაც ქალაქ ბასრის მოსახლეობის უწყლოდ დატოვება მოჰყვა. წითელი ჯვრის თანახმად, მისმა ორმა თანამშრომელმა მიაღწია ვაფაა ალ ყუაიდის სადგურს ბასრასთან.
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ბასრაში შეიძლება ქოლერა გაჩნდეს, თუკი მოსახლეობა დროზე არ მიიღებს სასმელ წყალს და არ შეწყვეტს წვიმის და მდინარის წყლის სმას. ერაყი აშშ-ს და ბრიტანეთს ადანაშაულებს სურსათისა და მედიკამენტების მიწოდებისთვის ხელის შეშლაში.
XS
SM
MD
LG