Accessibility links

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომის მოწინააღმდეგეთა


მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
ნიუ იორკის ცენტრში ასობით დემონტსრანტი გამოვიდა და მათი ნაწილი ძირს გაწვა, ერაყში ომის მსხვერპლთა სიმბოლურად ასახვის მიზნით. პოლიციამ დააკავა დაახლოებით 150 დემონსტრანტი, როცა მათ უარი თქვეს ადგომაზე. ალჟირში ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა სხვადასხვა ქალაქში გამართულ დემონსტრაციებში, ლიბანში კი გასამხედროებულმა ისლამურმა დაჯგუფება ჰესბოლამ მოაწყო საპროტესტო გამოსვლა 4 000 ბავშვის მონაწილეობით. დემონსტრაციები გაიმართა აგრეთვე გერმანიაში, ეგვიპტეში, ინდონეზიაში, ყირგიზეთში, პალესტინელთა ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG