Accessibility links

logo-print

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილეპანი მიზანშეწონილად მიიჩნევს ერაყში რეკონსტრუქციის გაეროს მიერ გაძღოლას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილეპანი მიზანშეწონილად მიიჩნევს ერაყში რეკონსტრუქციის გაეროს მიერ გაძღოლას.
დე ვილეპანმა დღეს ლონდონში, სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გაერო იმავდროულად გადამწყვეტ სიტყვას უნდა ამბობდეს ერაყის ომის შემდგომ ადმინისტრაციაში. ერაყში ომის შემდგომ პერიოდს დღეს შეეხო აშშ-ის წარმომადგენელიც: ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ალან ლარსენის თქმით, ვაშინგტონმა და ევროკავშირმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG