Accessibility links

logo-print

ხორვატიაში ათასობით ადამიანმა გზის ბლოკადებით


ხორვატიაში ათასობით ადამიანმა გზის ბლოკადებით გამოთქვა პროტესტი სამი ბრალდებულის, მათ შორის ყოფილი გენერლის სამხედრო დამნაშავეებად ცნობის გამო.

ხორვატიაში ათასობით ადამიანმა გზის ბლოკადებით გამოთქვა პროტესტი სამი ბრალდებულის, მათ შორის ყოფილი გენერლის სამხედრო დამნაშავეებად ცნობის გამო.
საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა გენერალ-მაიორ მირკო ნორაჩის დამნაშავედ ცნობას და მისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯას ათობით სერბის დახოცვასთან კავშირში ბრალდებით. ეს ბოროტმოქმედებები 1991 წელს, ხორვატიის იუგოსლავიისაგან დამოუკიდებლობისათვის ომის დროს მოხდა. ხორვატიის ქალაქ რიეკას რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ასევე ნორაჩის ერთ-ერთ ხელქვეითს, ტიჰომირ როეშკოვიჩს (15 წლით პატიმრობა) და ყოფილ ჯარისკაცს, სტიეპან გრანიჩს (10 წლით პატიმრობა). დემონსტრანტებმა, რომელთაც სამივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ მიაჩნიათ, ბარიკადები აღმართეს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ზაგრებში. ცნობებში არაფერია ნათქვამი დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებზე. იუწყებიან, რომ პოლიციამ უკვე დაშალა დემონსტრანტები და გზის ბლოკადებიც მოხსნა.
XS
SM
MD
LG