Accessibility links

რუსი დიპლომატის განცხადებით, ერაყში ჰუმანიტარული


რუსი დიპლომატის განცხადებით, ერაყში ჰუმანიტარული კრიზისის შემთხვევაში პასუხისმგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთს უნდა დაეკისროს.

რუსი დიპლომატის განცხადებით, ერაყში ჰუმანიტარული კრიზისის შემთხვევაში პასუხისმგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთს უნდა დაეკისროს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური ფედოტოვის ამ გამონათქვამის შესახებ გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" იუწყება. ასევე ფედოტოვის სიტყვებით, სამხედრო ოპერაცია ერაყში არის "ოკუპაცია ძალის გამოყენებით", რომელიც აშშ-სა და ბრიტანეთს ავალდებულებს, იზრუნონ მშვიდობიან მოსახლოებაზე. ამ კომენტარის გავრცელებამდე ლონდონმა გააკეთა განცხადება, რომ ზღვიდან სამხრეთ ერაყში დაახლოებით 230 ტონა დახმარების ჩატანა ერთი დღით, ხვალამდე იგვიანებს. ხოლო საფრანგეთიდან მოსული ინფორმაციით, მთავრობის პრესმდივანმა თქვა, რომ საფრანგეთი 10 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის ერაყს. პრეს-მდივნის განმარტებით, ფულის ხარჯვა გაეროს, ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იქნება კოორდინირებული.
XS
SM
MD
LG