Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერლის განცხადებით, რაკეტა, რომელიც


ამერიკელი გენერლის განცხადებით, რაკეტა, რომელიც გუშინ ბაღდადის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ჩავარდა, შესაძლოა, ერაყელების მიერ იყო გასროლილი.

ამერიკელი გენერლის განცხადებით, რაკეტა, რომელიც გუშინ ბაღდადის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ჩავარდა, შესაძლოა, ერაყელების მიერ იყო გასროლილი.
ბრიგადის გენარალ ვინსენტ ბრუკსის განმარტებით, ერაყის ჯარები ძველ რაკეტებს ისვრიან ისე, რომ არ იყენებეე რადარულ სისტემას, რათა ის ამერიკულმა და ბრიტანულმა თვითმფრინავებმა არ შეამჩნიონ. ამ იერიშის პასუხისმგებლობა ერაყმა კოალიციის ჯარებს დააკისრა,. მაგრამ, როგორც გენერალი ბრუკსი ამბობს: [ჩვენ ვფიქრობთ, სავსებით შესაძლებელია, ერაყის რაკეტა იქ შემთხვევით ჩავარდნილიყო, ან - თუ რეჟიმის ბოლოდროინდელ მოქმედებას გავითვალისწინებთ - ეს შესაძლოა განზრახაც კი გააკეთეს." როგორც ბრუკსი ირწმუნება, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ამერიკული ჯარების მიერ გუშინ გასროლილი ყველა რაკეტა მიზანს მოხვდა.
XS
SM
MD
LG