Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა


აშშ-ისა და ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ისარგებლეს ერაყში ამინდის გაუმჯობესებით და განახორციელეს 600 სამხედრო მისია სხვადასხვა ობიექტის დასაბომბად.

აშშ-ისა და ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ისარგებლეს ერაყში ამინდის გაუმჯობესებით და განახორციელეს 600 სამხედრო მისია სხვადასხვა ობიექტის დასაბომბად.
როგორც ერაყის თავდაცვის მინისტრმ, გენერალმა სულთან ჰაშიმ აჰმედმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მოსალოდნელია, რომ კოალიციის ჯარები 5-10 დღეში მიაღწევენ ბაღდადს, რასაც ქალაქის ქუჩებში ბრძოლა მოჰყვება. აჰმედმა აღიარა, რომ კოალიციის ჯარები ბაღდადიდან 140 კილომეტრში იმყოფებიან. ეს ცნობა ეწინააღმდეგება კოალიციის სარდლების განცხადებებს, რომელთა თანახმად, მათი ჯარები ბაღდადიდან სულ 80 კილომეტრში იმყოფებიან. ამასობაში, აშშ-მა გაზარდა თავისი ჯარისკაცების რაოდენობა ჩრდილოეთ ერაყში: ქურთების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 1000 მედესანტის დაშვებიდან ერთი დღის შემდეგ, მათ კიდევ 200 მედესანტე დაემატა. ხუთშაბათს გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკი იყო აგრეთვე მრავალ შეტაკებაზე, რომელიც თან ახლავს ამერიკის ჯარების წინსვლას ბაღდადის მიმართულებით. სამხრეთში ბრიტანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის ტანკებმა დღეს გაანადგურეს ერაყის 14 ტანკი. ერაყის ჯანდაცვის მინიტრმა კი განაცხადა, რომ ამერიკელი და მოკავშირე ჯარების მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციების პირველი კვირის მანძილზე 350 ადამიანია დაღუპული და 4 000 - დაჭრილი. პენტაგონის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 24 ამერიკელი სამხედრო პირი დაიღუპა, 7 ტყვედ ჩავარდა, ხოლო 10 უგზო უკვლოდ დაიკარგა. ბრიტანეთი იუწყება 20 ჯარისკაცის დაღუპვისა და ორის უგზოუკვლოდ დაკარგვის შესახებ.
XS
SM
MD
LG