Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს


გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის ხუთშაბათს ისევ თავი იჩინა მკვეთრმა უთანხმოებამ,

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის ხუთშაბათს ისევ თავი იჩინა მკვეთრმა უთანხმოებამ,
მაგრამ ამ ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ შეთანხმდებიან დროებით გეგმაზე ერაყში პროგრამის "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ" გასაგრძელებლად. უშიშროების საბჭოს შეკრებაზე გაეროში რუსეთისა და ჩინეთის ელჩები ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. რუსი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყანა არ მიემხრობა "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ" პროგრამაში ცვლილებებს, რომელიც ლეგიტიმურობას მიანიჭებს ვაშინგტონის თაოსნობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. თუმცა, გაეროში აშშ-ის ელჩის, ჯონ ნეგროპონტეს განმარტებით, ლაპარაკია მცირე, ტექნიკურ ცვლილებებზე. უშიშროების საბჭოს წევრებმა იმავდროულად გამოთქვეს იმედი, რომ, უთანხმოების მიუხედავად, მალე დაამტკიცებენ გეგმას, რომელიც პროგრამის ხელმძღვანელობას გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს ავალებს. პროგრამაზე "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ" დამოკიდებულია ერაყელების 60 პროცენტის გამოკვება.
XS
SM
MD
LG