Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ერაყის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდება, ვიდრე ხელისუფლებას არ ჩამოშორდება პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ერაყის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდება, ვიდრე ხელისუფლებას არ ჩამოშორდება პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი.
ამ საკითხს დონალდ რამსფელდი ვაშინგტონში, სენატის ერთ-ერთ კომიტეტში გამოსვლისას შეეხო. რამსფელდს ჰკითხეს, რას ფიქრობს ცნობების შესახებ, რომელთა მიხედვით საფრანგეთმა, ან რომელიმე სხვა ქვეყანამ შესაძლოა გაეროს სთხოვოს მხარდაჭერა სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის მისაღწევად, რაზეც რამსფელდმა მიუგო, რომ ბრძოლების ნაადრევი შეწყვეტა მიუღებელია. მისივე თქმით, კოალიციის ჯარები ბაღდადისაკენ მიიწევენ და იქ, სავარაუდოდ, ინტენსიური ბრძოლები გაიმართება სადამ ჰუსეინის რესპუბლიკურ გვარდიასთან. [რამსფელდის ხმა] "კოალიციის ჯარებს მოუწევთ რესპუბლიკური გვარდიის შენაერთების წინააღმდეგობის დაძლევა და მათი განადგურება, ან შეპყრობა, ვიდრე რეჟიმის შერყევის მოწმე გავხდებოდეთ". ეს სიტყვები რამსფელდმა წარმოთქვა სხდომაზე, რომელზეც განიხილეს ჯორჯ ბუშის მოთხოვნა, აშშ-ის კონგრესის მიერ ომთან დაკავშირებული ხარჯებისათვის 75 მილიარდი დოლარის დამტკიცების შესახებ.
XS
SM
MD
LG