Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია პროგრამის "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" განახლების შესახებ,

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია პროგრამის "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" განახლების შესახებ,
რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი უხელმძღვანელებს. რეზოლუცია ანანს ავალებს მომდევნო 45 დღის განმავლობაში უზრუნველყოს მედიკამენტებისა და სურსათის პრიორიტეტულობა პროგრამის განხორციელებისას. გენერალური მდივნის განცხადებით, პროგრამის წარმატება სამხედრო მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. უშიშროების საბჭოს დღევანდელი რეზოლუცია ერაყის ომის შედეგების აღმოფხვრაზე მთელ პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს აკისრებს, თუკი კოალიციის ეს წევრები ომის შემდეგ ერაყის კონტროლს საკუთარ თავზე აიღებენ.
XS
SM
MD
LG