Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ირანს ერაყში სადამ ჰუსეინის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა. რამსფელდი სადამ ჰუსეინის ერაყულ ოპოზიციას,

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ირანს ერაყში სადამ ჰუსეინის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა. რამსფელდი სადამ ჰუსეინის ერაყულ ოპოზიციას,
კერძოდ კი ბადრის კორპუსებს გულისხმობდა. რამსფელდის განცხადებით, ირანელი სამხედროებისა, თუ დაზვერვის თანამშრომელთა ნებისმიერი სახის ჩარევა ერაყის კონფლიქტში განხილული იქნება, როგორც პოტენციური საფრთხე შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჯარებისათვის, რომლებიც ერაყში იმყოფებიან. დონალდ რამსფელდმა დღეს სირია ერაყში სამხედრო ტექნიკის იმპორტში დაადანაშაულა და მის ქმედებას "მტრული" უწოდა. რამსფელდის თქმით, სირიის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ერაყის სამხედრო დანადგარებით მომარაგების გამო.
XS
SM
MD
LG