Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლები თვლიან, რომ ერაყის

ევროკავშირის წარმომადგენლები თვლიან, რომ ერაყის ომს გამორიდებულმა ლტოლვილებმა ჰუმანიტარული დახმარება ერაყის მეზობელ ქვეყნებშივე უნდა მიიღონ, იმის ნაცვლად, რომ ევროპას მიაშურონ გადარჩენისთვის. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა

ოტო შილიმ დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ - არ შეუწყონ ხელი ლტოლვილთა ევროპაში გადაყვანას. საბერძნეთის იუსტიციის მინისტრი ფილიპოს პეტსალნიკოსის აზრით,ერაყიდან ლტოლვილთა მოსაზღვრე ქვეყნებში შეჩერება მოგვიანებით მათ რეპატრიაციას გააადვილებს. ევროკავშირი ერაყიდან ლტოლვილთა სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის 107 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG