Accessibility links

logo-print

ანკარა საბერძნეთის ხელისუფლებას სთხოვს, გადასცეს


ანკარა საბერძნეთის ხელისუფლებას სთხოვს, გადასცეს მას თვითმფრინავის გამტაცებელი,

ანკარა საბერძნეთის ხელისუფლებას სთხოვს, გადასცეს მას თვითმფრინავის გამტაცებელი,
რომელიც წუხელ სამართალდამცავებს ჩაბარდა. პარასკევს საღამოს მან გაიტაცა სტამბოლიდან ანკარაში მიმავალი, თურქეთის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელშიც 203 ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ ერდოანთან სატელეფონო მოლაპარაკების შემდეგ გამტაცებელმა ჯერ მგზავრები გაათავისუფლა, შემდეგ - ეკიპაჟის წევრები, ბოლოს კი სამართალდამცავებს ჩაბარდა. თურქეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, 20 წლის გამტაცებელს არავითარი კავშირი არა აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. იგი გერმანიაში მოხვედრას ცდილობდა, სადაც მისი დედა და და დააკავეს.
XS
SM
MD
LG