Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ქვეყნებში დღეს გაგრძელდა ერაყში


მსოფლიოს ქვეყნებში დღეს გაგრძელდა ერაყში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები.

მსოფლიოს ქვეყნებში დღეს გაგრძელდა ერაყში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები.
ბერლინში მოწყობილ დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 50 ათასამდე ადამიანმა. გერმანიის ქალაქებს ოსნაბრიუკსა და მიუნსტერს შორის 40 ათასამდე ხელიხელჩაკიდებულმა ადამიანმა მრავალკილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შექმნა. შტუტგარტში ომის მოწინააღმდეგეებმა ასეთივე ცოცხალი ჯაჭვით შემოარტყეს ალყა აშშ-ის ევროპაში განთავსებული ჯარების სამეთაურო ცენტრის შენობას. საპროტესტო აქციები მოეწყო იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, რუსეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG