Accessibility links

logo-print

საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები იმის


საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ჯარი, რომელიც ბაღდადს უახლოვდებოდა, წყვეტს წინსვლას,

საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ჯარი, რომელიც ბაღდადს უახლოვდებოდა, წყვეტს წინსვლას,
მომარაგების მხრივ პრობლემების გამო. აშშ-ის თავდაცვის მინიმტრმა დონალდ რამსფელდმა და ერაყში ომის სარდალმა გენერალმა ტომი ფრენკსმა უარყვეს ეს ცნობები. ფრენკსმა თქვა, რომ ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის. რამსფელდის თქმით, არ არის დაგეგმილი შესვნებები.
ტომი ფრენკსმა კატარში აშშ-ის სამეთაურო ცენტრში განაცხადა, რომ ომი ერაყში გეგმის თანახმად და საგულისხმო წინსვლით მიმდინარეობს.
ფრენკსის ხმა "ყოველდღიურად ვასუსტებთ რეჟიმის მეთაურობის და ჯარების კონტროლის უნარს. ასევე ყოველდღიურად ძირს ვუთხრით რეჟიმის გავლენას ხალხზე. გეგმას მივყვებით და ჩვენი მდგომარეობა მხოლოდ ჩემთვის არ არის მოსაწონი, ის მართლაც საგულისხმოა".
XS
SM
MD
LG