Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადიდან იუწყებიან, რომ ამერიკის და


ბაღდადიდან იუწყებიან, რომ ამერიკის და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები მასირებულად ბომბავდნენ დღეს ბაღდადს. აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქის გარეუბნებიდან,

ბაღდადიდან იუწყებიან, რომ ამერიკის და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები მასირებულად ბომბავდნენ დღეს ბაღდადს. აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქის გარეუბნებიდან,
სადაც ერაყის ელიტური ჯარის ნაწილები ეგულებათ. ერაყის ანტისარაკეტო დანადგარებიდან თავდასხმას უპასუხებდა.
სახმელეთო ბრძოლაში აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიამ ალყა შემოარტყა ქალაქ ნაჯაფს, ბაღდადიდან 160 კილომეტრში. ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ ქარბალას მისადგომებთანაც. ქალაქ ბასრის მახლობლად ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ჯარის რაზმმა ერაყელი გენერალი ჩაიგდო ხელში და ერთი ერაყელი ოფიცერი მოკლა. ერაყის ინფორმაციის მინისტრმა მოჰამად საიდ ალ საჰაფმა თქვა, რომ ერაყელებმა ჩამოაგდეს "აპაჩის" ტიპის შვეულმფრენი, მისი მფრინავები დახოცეს. ერაყის ჩრდილოეთიდან იუწყებიან, რომ ქირქუქის მახლობლად აფეთქებების ხმა ისმოდა. ერაყის არმიის განცხადებით, გააგრძელებს თვითმკვლელ თავდამსხმელთა გამოყენებას.
XS
SM
MD
LG