Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში განახლდა იუგოსლავიის


ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში განახლდა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის მოსმენა.

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში განახლდა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის მოსმენა.
მილოშევიჩს ბრალი ედება გენოციდსა და სამხედრო დანაშაულთა ჩადენაში. პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. გუშინ სერბიის ვიცე-პრემიერმა ჟარკო კორაჩმა მილოშევიჩი და მისი ოჯახი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, ივან სტამბოლიჩის მკვლელობაში დაადანაშაულა. 2000 წელს მოკლული სტამბოლიჩის გვამი გასულ კვირაში აღმოაჩინეს. დღეს სლობოდან მილოშევიჩის მეუღლემ მირიანა მარკოვიჩმა, რომელიც, ზოგიერთი ცნობის თანახმად, რუსეთში იმყოფება, კატეგორიულად უარყო ბრალდება, თითქოს მის ოჯახს ხელი ერიოს სტამბოლიჩის მკვლელობაში.
XS
SM
MD
LG