Accessibility links

logo-print

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მედიკოსები ახლოს არიან მიზანთან,

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მედიკოსები ახლოს არიან მიზანთან,
დაადგინონ მწვავე რესპირატორული სინდრომის (ინგლისური აბრევიატურით SARS-ის) გამომწვევი ვირუსის თვისებები. ამ დაავადებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 60-მდე ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმარტა, თვით ვირუსის თვისებათა დადგენა არ ნიშნავს იმას, რომ ამ მომაკვდინებელი სენის საწინააღმდეგო წამალს უახლოეს მომავალში შექმნიან. ამ სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან ნოემბერში, ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში დაფიქსირდა. დღეს ჰონკონგის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა გამოაცხადა, რომ აღრიცხულ იქნა მომაკვდინებელი რესპირატორული დაავადების 92 ახალი შემთხვევა. სულ ამ ქალაქში მძიმე ფორმის მწვავე რესპირატორული სინდრომის 620-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.
XS
SM
MD
LG