Accessibility links

logo-print

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების პრესსამსახურის


ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების პრესსამსახურის უფროსის ალექსანდრ ლუცკევიჩის მტკიცებით,

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების პრესსამსახურის უფროსის ალექსანდრ ლუცკევიჩის მტკიცებით,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისში მოიპარეს საერთაშორისო სატელეფონო კავშირის 1700 მეტრის სიგრძის მაგისტრალური კაბელი, რომელიც ზემოხსენებულ საჯარისო დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ლუცკევიჩის თქმით, რუსმა სამხედროებმა დააკავეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის კვანძის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ცდილობდნენ, მოპარული კაბელი თავიანთი ნაწილის ტერიტორიიდან გაეტანათ. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ლუცკევიჩის სიტყვები იმის თაობაზე, რომ რუსეთის საჯარისო დაჯგუფების ხელმძღვანელობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან განმარტებებსა და ზარალის ანაზღაურებას ელოდება.
XS
SM
MD
LG