რუსეთის ფეხბურთის კავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო,
როცა ერთ-ერთ ირლანდიელ ფეხბურთელს ტრიბუნიდან გახსნილი ჯიბის დანა ესროლეს, ხოლო მეორეს - შუშის ბოთლი. როგორც ჟურნალისტებს რუსეთის ფეხბურთის კავშირის გენერალურმა მდივანმა ვლადიმირ რადიონოვმა განუცხადა, დღეს უეფას გენერალური მდივნის გერჰარდ აიგნერის სახელზე გაიგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რაც შარშან ოქტომბერში საქართველო-რუსეთის მატჩზე და გასულ შაბათს საქართველო-ირლანდიის შეხვედრისას მოხდა. რუსეთის ფეხბურთის კავშირი იმედოვნებს, რომ უეფა მიიღებს გადაწყვეტილებას, 30 აპრილისთვის დანიშნული საქართველო-რუსეთის მატჩი თბილისის ნაცვლად ნეიტრალურ მინდორზე ჩაატაროს. ამასთან დაკავშირებით პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ვალერი ჩოლარიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილებას უეფა 10 აპრილამდე მიიღებს.