Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკავშირებთა სახმელეთო ძალები ერაყის სამხედრო


მოკავშირებთა სახმელეთო ძალები ერაყის სამხედრო შენაერთების მხრიდან მედგარ წინააღმდეგობას აწყდებიან.

მოკავშირებთა სახმელეთო ძალები ერაყის სამხედრო შენაერთების მხრიდან მედგარ წინააღმდეგობას აწყდებიან.
ბაღდადიდან 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ალ ჰინდიაში გრძელდება ცხარე შეტაკებები აშშ-ის სამხედრო ნაწილებსა და ერაყელ ჯარისკაცებს შორის. მიღებული ცნობების თანახმად, ამერიკელებმა ქალაქის აღება მოახერხეს, მაგრამ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე ერაყის ჯარი ჯერ კიდევ განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას. ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს შიიტი მაჰმადიანებით დასახლებულ ქალაქ ნაჯაფთანაც, რომელსაც მოკავშირეებმა ორი მხრიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეუტიეს. როგორც იუწყებიან, ამ ბრძოლებში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღესვე კოალიციის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ერაყის ინფორმაციის სამინისტროს შენობაზე ბაღდადში. რამდენიმე საათით შეწყდა ტელემაუწყებლობა. სამხედროთა ცნობით, დაბომბვის ობიექტებს სამეთაურო და საკომუნიკაციო ცენტრები წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG