Accessibility links

ვაშინგტონის გაფრთხილებაზე პასუხად, სირიის საგარეო


ვაშინგტონის გაფრთხილებაზე პასუხად, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან არჩევანი გააკეთა ერაყელი ხალხის სასარგებლოდ,

ვაშინგტონის გაფრთხილებაზე პასუხად, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან არჩევანი გააკეთა ერაყელი ხალხის სასარგებლოდ,
რომელიც წინააღმდეგობას უწევს აშშ-ის "უკანონო და გაუმართლებელ" თავდასხმას. სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ინტერესებს ემსახურება. სირიის საგარეო უწყების მიერ სიტყვა "არჩევნის" ხმარება პირდაპირი მინიშნებაა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გუშინდელ განცხადებაზე, რომ სირია უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე დგას. "დამასკოს მთელი სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, თუ ის არ შეწყვეტს სადამ ჰუსეინის მომაკვდავი რეჟიმის მომხრეთა ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერასო, განაცხადა კოლინ პაუელმა აშშ-ში მოქმედ ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას. ერაყის ომის პირველივე დღეებიდან ვაშინგტონი სირიას ერაყისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG