Accessibility links

logo-print

ბრიტანელმა კაპიტანმა ალ ლოკვუდმა დღეს


ბრიტანელმა კაპიტანმა ალ ლოკვუდმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხრეთი ერაყის ქალაქებში უმ ყასრსა და ზუბაირში

ბრიტანელმა კაპიტანმა ალ ლოკვუდმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხრეთი ერაყის ქალაქებში უმ ყასრსა და ზუბაირში
ვითარება ნორმალიზდება, მაგრამ ბასრაში დაძაბულობა კვლავ რჩება. ბაღდადის მახლობლად, აშშ-ის სამხედროთა თანახმად, საჰაერო თავდასხმების შედეგად ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ნაწილები შევიწროვდა.
დაიბობმა ერაყის ჩრდილოეთის ქალაქებიც მათ შორის, პირველ რიგში ქირქუქი. ერაყის ინფორმაციის მინისტრმა მოჰამედ საიდ ალ საჰაფმა განაცხადა, რომ ერაყის ჯარმა არ მისცა ბრიტანეთის ჯარს ქალაქ მოსულთან ნაწილის გადასხმის საშუალება. ერაყის ინფორმაციის მინისტრის მოჰამად საიდ ალ საჰაფის თქმით, არაერთი ადამიანი დაიჭრა მას მერე, რაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ორი ავტობუსი, რომლებშიც "ცოცხალი ფარი," მოხალისეები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG