Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გაათავისუფლეს სამი ამერიკელი ჟურნალისტი


ერაყში გაათავისუფლეს სამი ამერიკელი ჟურნალისტი და ერთი დანიელი ფოტოკორესპონდენტი, რომლებიც ერთი კვირის წინათ გაქრნენ ბაღდადის სასტუმროდან.

ერაყში გაათავისუფლეს სამი ამერიკელი ჟურნალისტი და ერთი დანიელი ფოტოკორესპონდენტი, რომლებიც ერთი კვირის წინათ გაქრნენ ბაღდადის სასტუმროდან.
ამჟამად ოთხივე იორდანიაში იმყოფება, იტყობინება ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ი. ჟურნალისტები ყვებიან, რომ 25 მარტს დააპატიმრეს პირდაპირ სასტუმროში და ხელბორკილებით მიიყვანეს ბაღდადის ციხეში. როგორც ჩანს, მათზე ჯაშუშობის ეჭვი ჰქონდათ, ვინაიდან ისინი ცალ-ცალკე საკნებში მოათავსეს და განუწყვეტლივ უწყობდნენ დაკითხვას. სამშაბათს ჟურნალისტები მანქანით მიიყვანეს იორდანიის საზღვარზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG