Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის


შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჯარებმა დაიწყეს ფართო მასშტაბის შეტევა ბაღდადზე.

შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჯარებმა დაიწყეს ფართო მასშტაბის შეტევა ბაღდადზე.
იერიში ორი მიმართულებით ვითარდება. გენერალ-მაიორმა სტენლი მაკკრისტალმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ერაყის რესპუბლიკური გვარდია მხოლოდ სპორადულ წინააღმდეგობას უწევს მოკავშირეთა ჯარებს ბაღდადისკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, ორი ელიტარული შენაერთი - რესპუბლიკური გვარდიის "მედინისა" და "ბაღდადის" დივიზიები სერიოზულად დაზარალდა. ამერიკელ სამხედროთა თქმით, დღეს კოალიციის ჯარებმა დაიკავეს ხიდი მდინარე ტიგროსზე. ამავე ინფორმაციით, კოალიციის მეწინავე ჯარები ბაღდადს 30-დან 45 კილომეტრამდე მიუახლოვდნენ.
XS
SM
MD
LG