Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეიარაღებული ძალების თანახმად, ერაყელი


ამერიკის შეიარაღებული ძალების თანახმად, ერაყელი მებრძოლები ნაჯაფში მეჩეთში არიან გამაგრებული და კოალიციის ჯარებს ცეცხლს უშენენ.

ამერიკის შეიარაღებული ძალების თანახმად, ერაყელი მებრძოლები ნაჯაფში მეჩეთში არიან გამაგრებული და კოალიციის ჯარებს ცეცხლს უშენენ.
ამერიკელთა თქმით, ისინი საპასუხო ცეცხლს არ უხსნიან ერაყელებს. ბრიგადის გენერლის, ვინსენტ ბრუკსის თქმით, ამერიკელ სამხედროებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ალის მეჩეთი შიიტი მუსულმანების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წმინდა ადგილია და ცდილობენ, დანგრევისგან დაიცვან იგი. მაგრამ ერაყის ინფორმაციის მინისტრმა მოჰამად საიდ ალ-საჰაფმა დღეს თავის გამოსვლაში ბრალი დასდო მოკავშირეებს, რომ მათ ნაჯაფსა და ქარბალაში მეჩეთები დაბომბეს. ნაჯაფის სხვა რაიონებშიც გრძელდება მწვავე შეტაკებები. კოალიციის ჯარები ხმელეთიდან და ჰაერიდან უტევენ ფედაინების პოზიციებს.
XS
SM
MD
LG