Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, წუხელ განხორციელებული ოპერაციისას გამოიხსნეს 11 გვამი.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, წუხელ განხორციელებული ოპერაციისას გამოიხსნეს 11 გვამი.
ცენტრალური ხელმძღვანელობის წარმომადგენლის, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტნის, ფრენკ ტორპის თქმით, ზოგიერთი შესაძლოა ამერიკელი ჯარისკაცების იყოს. ოპერაცია განხორციელდა ნასირიაში, ერაყის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელსაც ერაყის არმია სამხედრო მიზნებით იყენებდა. ოპერაციის დროს ტყვეობიდან გაათავისუფლეს შეერთებული შტატების ჯარების სამხედრო მოსამსახურე ქალი, ჯესიკა ლინჩი. იგი ომის პირველ დღეებში აიყვანეს ტყვედ კიდევ ხუთ ამერიკელ სამხედროსთან ერთად, რომლებიც ერაყის ტელევიზიით აჩვენეს. საერთო ჯამში 15 ამერიკელი სამხედრო ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
XS
SM
MD
LG