Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოალიციის ჯარები


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოალიციის ჯარები არ შეწყვეტენ ერაყში ბრძოლას, ვიდრე სადამ ჰუსეინის რეჟიმი არ დაემხობა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოალიციის ჯარები არ შეწყვეტენ ერაყში ბრძოლას, ვიდრე სადამ ჰუსეინის რეჟიმი არ დაემხობა.
ჯორჯ ბუშმა ამის შესახებ უთხრა ჩრდილოეთი კაროლაინის შტატში, ლეჯუნის სამხედრო ბანაკში შეკრებილ ათასობით საზღვაო ქვეითს. ბუშის სიტყვებით: [ჯორჯ ბუშის ხმა] "მტრის ვერც ერთი გეგმა, მომაკვდავი რეჟიმის ვერც ერთი დანაშაული ვერ გადაგვათქმევინებს ჩვენს მისიას. არ გავჩერდებით ერაყის გათავისუფლებამდე." ბუშის თქმით, კოალიციის ჯარები თანდათან ალყას არტყამენ ბაღდადს და მიუღებელია ყველაფერი, "სრული და საბოლოო გამარჯვების" გარდა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა კი ასევე ხუთშაბათს თქვა, რომ კოალიციის ჯარები ალყას არტყამენ ბაღდადს. რამსფელდმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის ბედი მისსავე მოქმედებამ გადაწყვიტა. მინისტრმა გაიმეორა ვაშინგტონის ადმინისტრაციის მოწოდება ერაყის ჯარებისადმი "უპირობოდ დანებების" შესახებ. რამსფელდის სიტყვებით, არ არსებობს შანსი, აშშ დაეთანხმოს რაიმე გარიგებას ომის შესაჩერებლად და ხელისუფლების სათავეში სადამ ჰუსეინის დასტოვებლად.
XS
SM
MD
LG