Accessibility links

logo-print

დღეს მოსკოვი გამოეხმაურა ევროსაბჭოს მუქარას


დღეს მოსკოვი გამოეხმაურა ევროსაბჭოს მუქარას, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებით სამხედრო ტრიბუნალის დაარსების თაობაზე.

დღეს მოსკოვი გამოეხმაურა ევროსაბჭოს მუქარას, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებით სამხედრო ტრიბუნალის დაარსების თაობაზე.
ჩეჩნეთის საკითხებში კრემლის პრეს-მდივანმა სერგეი იასტრჟემბსკიმ ამ მუქარას "იურიდიული უაზრობა" უწოდა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს მუქარა პოლიტიკურად საზიანოა, რადგან ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების წინააღმდეგ არის მიმართული. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ განაცხადა, რომ ტრიბუნალს დააარსებს, თუ ჩეჩნეთში კვლავ გაგრძელდება განუკითხაობა.
XS
SM
MD
LG