Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ კონგმა და ინდონეზიამ დღეს


ჰონგ კონგმა და ინდონეზიამ დღეს ახალი ზომები მიიღეს ფილტვების ანთების მწვავე ფორმის, ე.წ. SARS-ის წინააღმდეგ,

ჰონგ კონგმა და ინდონეზიამ დღეს ახალი ზომები მიიღეს ფილტვების ანთების მწვავე ფორმის, ე.წ. SARS-ის წინააღმდეგ,
ხოლო სამხრეთ ჩინეთში ჯანდაცვის ექსპერტები ჩავიდნენ ამ დაავადების ჩასახვის ადგილის შესასწავლად. ჰონგ კონგის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სკოლები, რომლებიც შაბათიდან დახურულია, 22 აპრილამდე არ გაიხსნება SARS-ის, ანუ "მძიმე ფორმის მწვავე რესპირატორული სინდრომის" გავრცელების აღსაკვეთად. ჰონგ-კონგში SARS-ით დაავადების 700-ზე მეტი, მთელს მსოფლიოში კი თითქმის 1800 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რიცხვი 80-ს მაინც აღწევს. ამასობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები შეუდგნენ გამოძიებას ჩინეთის პროვინცია გუანდონში, სადაც გასული წლის მიწურულს, SARS-ით დაავადების, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევები აღირიცხა.
XS
SM
MD
LG