Accessibility links

რუსეთის მუსლიმანებში დღეს განხეთქილება ჩაისახა


რუსეთის მუსლიმანებში დღეს განხეთქილება ჩაისახა, როცა წამყვანმა სასულიერო პირმა, უზენაესმა მუფთიმ ტალგატ ტაძჰუტინმა წმინდა ომი გამოუცხადა აშშ-ს,

რუსეთის მუსლიმანებში დღეს განხეთქილება ჩაისახა, როცა წამყვანმა სასულიერო პირმა, უზენაესმა მუფთიმ ტალგატ ტაძჰუტინმა წმინდა ომი გამოუცხადა აშშ-ს,
მუსლიმანების სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ კი ეს ნაბიჯი დაგმო. მუფთი ტაძჰუტინის განცხადებით, მისი ჯგუფი (რუსეთის მუსლიმანების ცენტრალური სასულიერო ადმინისტრაცია) დააარსებს ფონდს და ფულს გამოიყენებს აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღის საყიდლად და ერაყელი ხალხის დასახმარებლად. მაგრამ რუსეთის მუფთების საბჭოს ხელმძღვანელმა, რავილ გაინუტდინმა უარი თქვა მისი ორგანიზაციის მიერ საბრძოლო მოქმედების რაიმე ფორმის მხარდაჭერაზე. ამ სასულიერო პირის მოადგილის სიტყვებით, ტაძჰუდინმა თავის უფლებებს გადააჭარბა, წმინდა ომის შესახებ განცხადების გაკეთებით.
XS
SM
MD
LG