Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად გაიტანენ


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად გაიტანენ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსა და აშშ-ის შეთანხმება თავდაცვის სფეროში რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად გაიტანენ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსა და აშშ-ის შეთანხმება თავდაცვის სფეროში რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება
და არღვევს რეგიონში ძალების ბალანსს. განცხადების განხილვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ განგაშს იწვევს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისათვის საქართველოს საზღვრის დაუბრკოლებლად გადალახვის უფლების მინიჭება, მის ტერიტორიაზე ამერიკული ტექნიკის, შეიარაღების, ტრანსპორტისა და ტვირთის განთავსების, აგრეთვე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. როგორც განცხადების პროექტში წერია, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული შეთანხმება ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთის ახალ, მზადებაში მყოფ "ჩარჩო ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ". ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ,,საღი აზრი გაიმარჯვებს", როცა მომავალ კვირას განიხილავენ განცხადების პროექტს საქართველო-ამერიკის შეთანხმების საკითხზე.
XS
SM
MD
LG