Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამით ბაღდადი სიბნელეში გაეხვია, ქალაქის


ღამით ბაღდადი სიბნელეში გაეხვია, ქალაქის ცენტრი და გარეუბნები კი ძლიერმა აფეთქებებმა შეარყია.

ღამით ბაღდადი სიბნელეში გაეხვია, ქალაქის ცენტრი და გარეუბნები კი ძლიერმა აფეთქებებმა შეარყია.
შუქი თბილისის დროით დაახლოებით 22 საათზე გაითიშა - მისი გამორთვის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ერაყის ოფიციალურ წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო ამერიკელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ მათ არ მიუტანიათ იერიში ბაღდადის ელექტროენერგიით მომარაგების სისტემაზე. საინფორმაციო საშუალებების მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მათ ამერიკის სამხედრო წყაროებიდან მიიღეს, ამერიკის ჯარები ამჟამად იბრძვიან ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის დასაპყრობად. აეროპორტი ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით, ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა რიჩარდ მაიერსმა ხუთშაბათს სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები ბაღდადის გარეუბნებში იმყოფებიან. გარეუბნებში იმყოფებიან. ბრიტანეთის ჯარები კი დღესაც განაგრძობდნენ ბრძოლას ათასამდე ერაყელ მეომართან, რომლებიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, ბასრაში არიან გამაგრებული.
XS
SM
MD
LG