Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი ვინსენტ ბრუკსი აცხადებს


ამერიკელი გენერალი ვინსენტ ბრუკსი აცხადებს, რომ საჭიროა დრო იმისათვის, რომ კოალიციის ჯარებმა ერაყის დედაქალაქი დაიკავონ.

ამერიკელი გენერალი ვინსენტ ბრუკსი აცხადებს, რომ საჭიროა დრო იმისათვის, რომ კოალიციის ჯარებმა ერაყის დედაქალაქი დაიკავონ.
ბრუკსის ინფორმაციით ბაღდადში საომრად მომზადებული ერაყელი სამხედროები იმყოფებიან. 4 აპრილს დილით ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადის აეროპორტი დაიკავეს. რეიტერი იტყობინებოდა, რომ ბაღდადის აეროპორტის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაღდადის ცენტრისკენ დაიძრა. ასოშიეიტედ პრესის დაუზუსტებელი ცნობით კი ბაღდადს ასობით ოჯახი ტოვებს. კოალიციის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ბაღდადისა და თიქრითის დამაკავშირებელ 175 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო ტრასაზე. დღესვე, ერაყის ჯარებთან ერთი დღე-ღამის ბრძოლის შემდეგ ქურთმა მეომრებმა და ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ქალაქ მოსულიდან 30 კილომეტრში მდებარე ხაზერში სტრატეგიული მნიშვნელობის - მანქუბის ხიდი დაიკავეს. გასული ღამის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ბაღდადის დივიზიის 2500 ჯარისკაცი ჩაბარდა ტყვედ.
XS
SM
MD
LG