Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არა აქვს განზრახული სირიასა და ირანში შეჭრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არა აქვს განზრახული სირიასა და ირანში შეჭრა.
ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთის, "ალ-ჰაიათისათვის" მიცემულ ინტერვიუში პაუელმა აღნიშნა, რომ მართალია სირია ტერორიზმს უჭერს მხარს, ხოლო ირანი - ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, თუმცა ამ პრობლემების მოგვარება სამხედრო ძალის გამოყენების გარეშეც შეიძლება. პარასკევს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ასევე კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ მოკავშირეები - სირიასა და ირანზე აპირებენ თავდასხმას.
XS
SM
MD
LG