Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა მაჰმადიან


ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა მაჰმადიან სასულიერო პირს, ეგვიპტელ აბუ ჰამზას,

ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა მაჰმადიან სასულიერო პირს, ეგვიპტელ აბუ ჰამზას,
რომელიც ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი. ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყება ჰამზამ დაგმო როგორც "ომი ისლამის წინააღმდეგ" და მოუწოდა მაჰმადიანებს
ერაყელთა მხარდამხარ იბრძოლონ კოალიციური ძალების წინააღმდეგ. როგორც დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დევიდ ბლანკეტმა განაცხადა, ამ დღეებში მიღებული ახალი კანონის ძალით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს იმ შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას ბრიტანეთის მოქალაქეობა, თუ ისინი, თავიანთი მოქმედებიმ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უქმნიან საფრთხეს.
XS
SM
MD
LG