Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა 6


შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა 6 აპრილს შეერთებული შტატების საგანგებო ძალებისა და ქურთ მეომართა ერთობლივი პოზიციები დაბომბეს.

შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა 6 აპრილს შეერთებული შტატების საგანგებო ძალებისა და ქურთ მეომართა ერთობლივი პოზიციები დაბომბეს.
ამ ე.წ. "მეგობრული ცეცხლის" შედეგად 18 ქურთი მეომარი დაიღუპა და სულ ცოტა, 45 დაიჭრა. ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრი ჰოშიარ ზებარი აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად დაჭრილი ქურთი ლიდერის მასუდ ბარზანის ძმა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით დაუზუსტებელია მოჰყვა თუ არა დაბომბვას მსხვერპლი ამერიკელ სამხედროთა შორის. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG