Accessibility links

logo-print

რუსეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ


რუსეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ რუსი დიპლომატები და ჟურნალისტები კვირას ბაღდადიდან ევაკუაციისას ცეცხლში მოყვნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს

რუსეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ რუსი დიპლომატები და ჟურნალისტები კვირას ბაღდადიდან ევაკუაციისას ცეცხლში მოყვნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელი ალექსანდრ იაკოვენკო აცხადებს, რომ დაჭრილია 5 ადამიანი. 25 რუსი ერაყში რუსეთის ელჩთან - ვლადიმირ ტიტორენკოსთან ერთად რვა ავტომანქანით ბაღდადიდან სირიისკენ წასვლას ცდილობდა, როცა მათ ესკორტს ამოუცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჯიპის მარკის ავტომანქანებიდან ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია ვისი მხრიდან იყო ცეცხლი ერაყელთა, თუ კოალიციის ჯარების მხრიდან და არის თუ არა დაჭრილებს შორის თავად ელჩი. მოსკოვი ვაშინგტონისგან განმარტებას ითხოვს. რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ მინაკოვი, რომელიც ესკორტში იმყოფებოდა, ბაღდადიდან იტყობინება, რომ რუსების მანქანები ერაყელებსა და კოალიციის ჯარებს შორის გახსნილ ცეცხლში მოყვა. შეერთებული შტატების ბრიგადის გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა ამ ინციდენტის შესახებ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ფლობდნენ ინფორმაციას რუსების ესკორტის მიერ ბაღდადის დატოვების განზრახვის შესახებ და მათთვის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც ფიქრობდნენ. ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ინციდენტის მომენტში, რომელიც ერაყელთა მიერ კონტროლირებულ რაიონში მოხდა, იქ კოალიციის ძალები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან სატელეფონო საუბარში მომხდარის გამო სინანული გამოთქვა.
XS
SM
MD
LG