Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ერდოანმა ერაყელი


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ერდოანმა ერაყელი ქურთების ლიდერები გააფრთხილა, რომ თუ ისინი ქალაქებს მოსულსა და ქირქუქს აიღებენ,

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ერდოანმა ერაყელი ქურთების ლიდერები გააფრთხილა, რომ თუ ისინი ქალაქებს მოსულსა და ქირქუქს აიღებენ,
თურქეთის ჯარი, შესაძლოა, ჩრდილოეთ ერაყში შეიჭრას. ერდოანის თქმით, თურქეთს არ სურს მოვლენათა ასეთი განვითარება, მაგრამ ქურთებთან კონფლიქტზე მაინც წავა, თუ ისინი ხელთ იგდებენ კონტროლს ხსენებული ქალაქების მახლობლად მდებარე ნავთობსაბადოებზე. ამჟამად ქურთების შეიარაღებული რაზმები, ამერიკელთა სამხედრო შენაერთების დახმარებით, მოსულისა და ქირქუქისკენ მიიწევენ. ანკარა შიშობს, რომ ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, რაც სერიოზულად გაამძაფრებდა ვითარებას აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ქურთები ასევე კომპაქტურად ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG