Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ საარჩევნო ბლოკს სახელწოდებით "ახალი


ახალ საარჩევნო ბლოკს სახელწოდებით "ახალი საქართველოსათვის" სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე,

ახალ საარჩევნო ბლოკს სახელწოდებით "ახალი საქართველოსათვის" სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე,
რათა შემოდგომისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა "შთამბეჭდავი გამარჯვებისთვის" იბრძოლოს. ორშაბათის რადიოინტერვიუში შევარდნაძემ დასძინა, რომ ერთი თვის მანძილზე შედგენილ იქნება ბლოკის წევრთა საბოლოო სია, რომელშიც უკვე შევიდნენ სოციალისტები და მოძრაობა "დიდი აბრეშუმის გზა". პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე კონსულტაციებს აწარმოებს სხვადასხვა ძალებთან, რათა ბლოკში მათი ჩართვა მოხდეს. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ახალ წინასაარჩევნო ბლოკში მისი მონაწილეობა არ ნიშნავს, თითქოს იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებდეს.
XS
SM
MD
LG