Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშროლობის ორგანიზაციის მასმედიის საკითხთა კოორდინატორი ფრაიმუტ დუვე უპასუხებს "რადიო თავისუფლების" შეკითხვებს


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სფეროს ხუთი წელიწადია განაგებს ფრაიმუტ დუვე, თვითონ ყოფილი ჟურნალისტი,

რომელიც ჩვენს რადიოს ესტუმრა გასულ პარასკევს. "რადიოს" თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ მისთვის, ადამიანისთვის, რომელიც ეუთოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის კავკასიისა და შუა აზიის სახელმწფიოებში მასმედიის განვითარების კანზომიერებას მეთვალყურეობდა.

ფრაიმუტ დუვესთვის დასმული პირველი შეკითხვა ჟურნალისტის თვითცენზურას შეეხებოდა. თვითცენზურის მსხვერპლი ხომ არ იქნებოდით, რომ ყოფილიყავით კავკასიელი ან შუა აზიელი ჟურნალისტი, რომელსაც თვეში 20 დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვს და რომელსაც ხელისუფლებისგან მისი კრიტიკის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება? შეკითხვაზე დუვემ უარყოფითი პასუხი გასცა [დუვეს ხმა]: არა, თვითცენზურის გზას არ დავადგებოდი. მაგრამ, როგორც ყოფილ ჟურნალისტს და სამი შვილის მამას, მეცოდინებოდა, რომ სიფრთხილეა საჭირო. ერთი მხრივ არის ძალიან დაბალი ხელფასი, მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ხიფათი. ჩვენმა უწყებამ გააფრთხილა ჟურნალისიტები ამ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ " მოკვლით ცენზურის" თაობაზე. ეს ცენზურა, 20 დოლარს იღებს თუ 200-ს, ორივე შემთხვევაში გულისხმობს, რომ ჟურნალისტს, რომელიც კორუპციას ააშკარავებს, სახელმწიფოსა და პრეზიდენტის კორუმპირებულობაზე წერს, კლავენ. ეს სხვა ჟურნალისტების დადუმებას იწვევს. მორალური თვალსაზრისით ეს მესმის. მაგრამ ჩვენ გვაყავს თავდადებული ჟურნალისტები, რომელიც ამ ხიფათს და უფულობას არად დაგიდევენ და სიმართლეს ამბობენ, მათი მოქმედება მხოლოდ აღფრთოვანების ღირსია".

ფრაიმუტ დუვეს აზრი ჰკითხეს 11 სექტემბრის შემდგომ ჟურნალისტების მდგომარეობის შესახებ იმ არადემოკრატიული წყობის სახელმწიფოებში, რომლებიც აშშ-ს ამოუდგნენ მხარში ტერორიზმთან ბრძოლაში. დუვემ განაცხადა, რომ მისი უწყება არ ხმარობს ტერმინს "გლობალური ტერორიზმი", მას შეუძლია ილაპარაკოს დამნაშავეობრივ ტერორისტულ აქტზე, ან მის ჩამდენზე, ან გლობალურ აქტზე. შემდეგ დუვემ გვითხრა
[დუვეს ხმა]: "მტრის დამარცხებას აიოლებს შესაძლებლობა, გვყავდეს ეს გლობალური მტერი საკუთარ ქვეყანაში და მოვახდინოთ მისი გლობალიზება. ეს არის, რაც ხდება. ისე, რომ ის, ვინც ანტიტერორისტულ გაერთიანებას მეკუთვნება, შეუძლია გამოაცხადოს, რომ ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც კრიტიკულადაა ამ რეჟიმის მიმართ, ტერორისტია. ამის შესახებ ვაშინგტონში რამდენჯერმე განვაცხადე. გვაქვს შემთხვევები, რომლებიც რუსეთს და ჩენეთს შეეხება".
ფრაიმუტ დუვესთან საუბრის შემდეგი თემა იყო ადგილობრივი მასმედიის როლი სეპარატისტულ რეჟიმებთან კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. დუვემ განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი წინა პირობაა შეწყვიტოს მამმედიამ სიძულვილის გავრცელება, რადგან, თუკი რადიო თუ ტელევიზია სიძულვილს ავრცელებს, ეს კონფლიქტები არასოდეს მოგვარდება მშვიდობინად.
რაც შეეხება არჩევნებს, მათთვის მზადებას, ჟურნალისტების მდგომარეობას ამ კონტექსტში, ეუთოს მასმედიის სფეროს გამგებელი შეეხო უშუალოდ საქართველოსაც
[დუვეს ხმა]: "საქართველოში გარკვეული დროით კარგი ვითარება გვქონდა. მაგრამ რაც ახლა მესმის საქართველოდან და გაეროს მისიისგან, იქ არაერთი პრობლემა უნდა იყოს, რომლებიც ზემოქმედებს ჟურნალისტებზე და დიდი სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ პირდაპირი ჩარევის საშუალება არ გაგვაჩნია."
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG