Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა (ინგლისური აბრევიატურით SARS-მა) დღეს მეასე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა (ინგლისური აბრევიატურით SARS-მა) დღეს მეასე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჰონკონგში ამ დაავადებით 78 წლის ქალი გარდაიცვალა. მანამდე კიდევ ორი მსხვერპლის შესახებ გამოაცხადეს ჩინეთმა და სინგაპურმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ამჟამად ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში იმყოფებიან და ამ სენის წყაროს დადგენას ცდილობენ. შარშან, ნოემბერში, სწორედ ამ პროვინციაში დაფიქსირდა მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა. სულ ამ სენით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2700-ზე მეტი ადამიანია დაავადებული.
XS
SM
MD
LG